20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"ამ არჩევნებს არჩევნები არ ჰქვია" - გიორგი ბოტკოველი

კახეთში ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. თელავსა და მიმდებარე სოფლებში ამომრჩეველთა 45% იყო არჩევნებზე მისული.

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი საჩივარი არის შესული. მათი შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.

„ტოტალური დაშინებისა და კორიდორების ფონზე მიმდინარეობდა ყველა სარჩევნო უბანზე არჩევნები. სრული ადმინისტრაციული რესურსი იყო მობილიზებული. ადამიანებს აკითხავდნენ სახლში, აშინებდნენ, ყიდულობდნენ და ძალით მიყავდათ საარჩევნო უბნებზე. ამ არჩევნებს ჩატარებული არჩევნები არ ჰქვია,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ და აცხადებენ, რომ არჩევნები თელავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები