20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ოზურგეთში მეორე ტური "ქართული ოცნების" ორ განშტოებას შორის გაიმართება

ოზურგეთში გარდაუვალი მეორე ტური, ფაქტობრივად, ქართული ოცნების ორ განშტოებას შორის გაიმართება.

ქართული ოცნების გურიის პარტიული ორგანიზაციის დამფუძნებელი, კონსტანტინე შარაშენიძე, იძულებული გახდა, ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით მიეღო მონაწილეობა. მან კონკურენცია ოზურგეთის მოქმედ მერს, ქართული ოცნების კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს, გაუწია.

სიორიძე 2012 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამფინასებელი და მხარდამჭერი იყო, თუმცა მოგვიანებით ქართული ოცნების ლიდერებთან დაახლოვდა და ოზურგეთის მერი გახდა.

ოზურგეთის მერად ბეგლარ სიორიძის კიდევ ერთხელ წარდგენამ ქართული ოცნების გურიის პარტიული ლიდერი, კონსტანტინე შარაშენიძე, იმდენად გააბრაზა, რომ არჩევნებამდე ცოტახნით ადრე, მომხრეებთან ერთად, პარტიის რიგები დატოვა და ოზურგეთის მერის დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი.

კონსტანტინე შარაშენიძე ბიძინა ივანიშვილსაც დაუპირისპირდა, რადგან გურიაში საუბრობენ, რომ ბეგლარ სიორიძეს და ყოფილი პრემიერმინისტრის ძმას, ადიკო ივანიშვილს, საერთო ბიზნესინტერესები აქვთ.

გუშინდელ არჩევნებზე ადიკო ივანიშვილი არ გამოჩენილა, მაგრამ მისი მეუღლე ლილი ივანიშვილი საარჩევნო პროცესს გურიის ერთ-ერთ უბანზე რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა.

გურიის 10-ვე საარჩევნო ოლქის 138 უბანზე მისულ მოსახლეობას ქართული ოცნების პარტიის აქტივისტები აკვირდებოდნენ.

ხმაური სოფელ ხრიალეთში რუსთავი2-ის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. საარჩევნო უბნის ქართული ოცნების წარმომადგენელმა გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები