პრეზიდენტის პირველი განცხადება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუციელბლობაზე საუბრობს.
გიორგი მარგველაშვილი კვალიფიციური მონიტორინგისთვის მადლობას უხდის სადამკვირვებლო მისიებს და გამარჯვებულ კანდიდატებს ულოცავს.
"ხალხის მხარდაჭერა ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს," - წერს პრეზიდენტი.