20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
უწყებათაშორისი კომისია არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს

უწყებათაშორისი კომისია არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, სწორედ ამიტომ უწყებათაშორის კომისიას არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააცნობენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის ლელა ტალიურის განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ამომრჩევლის ნებაზე განხორციელებულ კონტროლზე გაკეთდება. საუბარია სამაგიდო სიებიდან პერსონალური მონაცემების ამოწერის ფაქტებზე.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ძალოვანი უწყებებისგან აინტერესებთ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე განხორციელებული რეაგირებაც.

„ვისაუბრებთ იმ ტენდენციაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნებზე, ეს არის ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, როდესაც ხდებოდა სამაგიდო სიებიდან პერსონალური ინფორმაციის ამოწერა და შემდგომ სავარაუდო კონტროლი იმისთვის, რომ ვინც მოვიდა აღრიცხულიყო და ვინც არ მოვიდა მოსულიყო უბანზე და მოეყვანათ კონკრეტულ პარტიას, ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას. მივიღებთ ინფორმაციას იმ ინციდენტებზე, რომელიც მოხდა არჩევნებამდე,“ - განაცხადა ლელა ტალიურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები