20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"ივანიშვილმა საკრებულოში შეუშვა 20 მილიონერი" - შალვა ნათელაშვილი ხმების თავიდან გადათვლას ითხოვს

 შალვა ნათელაშვილი საარჩევნო უბნების გახსნასა და ხმების თავიდან გადათვლას ითხოვს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მასობრივად გააყალბა.

ნათელაშვილის თქმით, თბილისში "ლეიბორისტებს" ცესკომ განზრახ დააკლო ხმების 0,01%-ს, რათა არ დაუშვას პარტიის წარმომადგენლების შესვლა თბილისის საკრებულოში.

„ხელისუფლებამ უმთავრესი დარტყმა მიიტანა „ლეიბორისტულ პარტიაზე", მაგრამ ჩვენ ბარიერი საერთო მაინც გადავლახეთ, მაგრამ თბილისში გვაკლებენ 0,01%-ს, რათა საკრებულოში არ შევიდეს ტვინით და ზნეობით სავსე ახალგაზრდა მიხეილ ქუმსიშვილი. სამაგიეროდ, ივანიშვილმა იქ შეუშვა 20 მილიონერი. თბილისის ყუთებში და დალუქულ ურნებში დევს დიდი საიდუმლოება თუ როგორ მოახერხა ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსმა არჩევნების მასობრივი გაყალბება. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ გაიხსნას ყველა უბანი და ცენტრალიზებული წესით თავიდან გადაითვალოს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები