20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
„საარჩევნო მექანიზმთა სისტემას სჭირდება ფუნდამენტური განახლება“ - გიორგი ვაშაძე

„საარჩევნო მექანიზმთა სისტემას სჭირდება ფუნდამენტური განახლება,“ - ეს განცხადება „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი ვაშაძე ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართა არჩევნები და კიდევ ერთხელ ცალსახად ცხადყოფს ეს ყველაფერი, რომ საარჩევნო მექანიზმთა სისტემას სჭირდება ფუნდამენტური განახლება. ამისთვის არსებობს ორი მნიშვნელოვანი გზა. ეს არის სამართლებრივი ცვლილებები კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ადამიანების რეკრუტირებასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავრია, არჩევნების დღე, რომ ტექნოლოგიური სიახლეები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს ხმებით მანიპულაცია,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები