ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. ოლქში მთლიანობაში დაფიქსირებული იყო 16 საჩივარი. აქედან ორი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურული ხასიათის იყო.
დანარჩენ საჩივრებთან დაკავშირებით კი კომისიის ხელმძღვანელსა და წევრებს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ. მუნიციპალიტეტის ახალი მერის ვინაობა მეორე ტურში გამოვლინდება.