უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მძღოლზე, მისი დაცვის ყოფილ ხელმძღვანელსა და უკრაინის ნაციონალური გვარდიის ინსტრუქტორზე. როგორც ერთ-ერთი გამოძევებული მიხეილ აბზიანიძე აცხადებს, მას ჰქონდა უკრაინაში მუდმივად ცხოვრები უფლება, თუმცა მისი თქმით როდესაც ის მიიყვანეს საზღვარზე, გადასცეს პასპორტი, სადაც მას ეს უფლება გაუქმებული ჰქონდა. გადა ამისა მას ჰქონდა ჩარტყმული დეპორტაცია და 3 წლით ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დეპორტირებულს, დავით მაყიშვილის თქმით უკრაინის პროკურატურას მის წინააღმდეგ დაწყებული აქვს სხვა პროცედურა მის წინააღმდეგ. ისინი ეძებენ სამხედროებს, რომლებიც მაყიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ.
„უკრაინაში უკვე მიდის აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ნახონ რამოდენიმე პიროვნება რომლებიც ჩემთან ერთად ბრძოლობდნენ ორი წლის უკან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. რომ მათ დააწერინონ გაუკრვეველი სახის საჩივრები ჩემს წინააღმდეგ თითქოს მე არ ვასრულებდი ბრძანებას, არ ვემორჩილებოდი, თვითნებურად ვატარებდი ოპერაციებს და ა.შ. შესაბამისად რომ სისხლის სამართლის საქმე შეკერონ,“-განაცხადა დავით მაყიშვილმა.
პარალელური სამართლებრივი ქმედებები დაიწყო დეპორტირებულების ადვოკატმა. ბექა ბასილაიამ რამდენიმე უწყებას მიმართა. ის არ გამორიცხავს, რომ საქმე ევროპულ სასამართლომდეც კი მივიდეს.
„მათი დეპორტაცია განხორციელდა წამების არაადამიანური მოპყრობის ფონზე. მოხდა მათი დაკავება. აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას,“-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას უკრაინის ტერიტორიაზე.
დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს მიმართავს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უწყებაში განაცხადი სამი ქართველის უკანონო გატაცებასა და დეპორტაციასთან დაკავშირებით შეიტანა.
პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ამ ადამიანებთან მიმართებით უხეშად დაირღვა უკრაინის კანონმდებლობა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები.