მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს მიმართავს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უწყებაში დღეს განაცხადი სამი ქართველის უკანონო გატაცებასა და დეპორტაციასთან დაკავშირებით შეიტანა. საუბარია სააკაშვილის ყოფილ მძღოლზე, მისი დაცვის ყოფილ ხელმძღვანელსა და უკრაინის ნაციონალური გვარდიის ინსტრუქტორზე.
„ეროვნულ გვარდიას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს გაიტაცოს ადამიანები ქუჩიდან. ეს არც ერთ კანონში არ წერია. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს თუ საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. უკრაინაში არც ერთი ამ ადამიანის მიმართ საქმე აღძრული არ არის,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ამ ადამიანებთან მიმართებით უხეშად დაირღვა უკრაინის კანონმდებლობა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები.