20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების ხმაურიანი გაგრძელება - თამაზ მეჭიაური სასამართლოში ჩივის

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა და მეჭიაურის კონკურენტმა, რომელსაც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი უგებდა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა მას 4 ხმით მოუგო.  

თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომენტარს არ აკეთებს, თუ რატომ გახდა საჭირო უკვე გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლა.

"ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც წინასწარი შედეგებით გამარჯვებულია, აცხადებს, რომ მეჭიაურს რეალობასთან შეგუება მოუწევს. 

ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობენ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებიც.

რატომ გადაითვალეს თავიდან ბათილი ბიულეტენები, კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრსაც, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ ფაქტით შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.

თიანეთში მერის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

სად გაქრა ცარიელი ბიულეტენები, ამის დადგენას ხვალიდან სასამართლოში შეეცდება თამაზ მეჭიაური.

ავტორი: ნინო გაზდელიანი .

დღის ამბები