20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს შეხვდა ლონდონში მყოფი საქართველოს ვიცე პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე. ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი დაინტერესებულია განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და ის უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.

პარალელურად, ლონდონში მიმდინარეობს საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - „უორდროპის დიალოგის“ მეოთხე შეხვედრა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა.

„საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გაძლიერება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებზე შეხვედრის დროსაც ვისაუბრებთ. ასევე განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს. მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში 25 %-ით გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე გაიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

დღის ამბები