20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციას, პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან, ისრაელის პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საუბრის მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა იქნება.

„გვექნება სხვადასხვა საკითხებზე საუბრები, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნების პარტნიორობაზე, რომელიც არა ერთი წელი და საუკუნე გრძელდება და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები