20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"უკონკურენტოა "ქართული ოცნება", მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის "ენმ" - მამუკა მდინარაძე

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს, ლოგიკურად მიიჩნევს "ქართული ოცნება". მმართველი გუნდის წევრებმა ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

„ეს არ უნდა იყოს ძნელი გამოსაცნობი. თავიდანვე კარგად უწყიან, რომ წარმატება გამორიცხულია მათი მხრიდან, რადგან უკონკურენტოა "ქართული ოცნება", მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი "ენმ"-ის გადაწყვეტილებას ორ მიზეზს უკავშირებს. მისი თქმით, პატრიას გამარჯვების შანსი არ აქვს. 

„ამას შეიძლება ქონდეს ორი მიზეზი - ერთი, ან ვერ იღებენ მონაწილეობას, მეორე, უბრალოდ მათ შანსები აღარ აქვთ მეორე ტურში, ისევე როგორც ნაკლები შანსები ქონდათ პირველ ტურში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები