„საზღვარგარეთ არა,“ - დავით ნარმანია გერმანიაში ელჩად მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს, თუმცა არც იმას აკონკრეტებს, სად განაგრძობს საქმიანობას.
თბილისის მერი ამბობს, რომ ეს მოგვიანებით გახება ცნობილი.
„ბევრი ვერსია ვრცელდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გავრცელდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მე ვრჩები ჩვენს გუნდში. გადაბარების პროცესი რომ დასრულდება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.