თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც 21 ოქტომბრის შემდეგ დადგა, შეიძლება ითქვას, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება, „ევროპული საქართველო“ კი, როგორც პარტია, შედგა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კი კვლავ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზეა დამოკიდებული.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ, თითქმის, 56% ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე მიიღო.
შარშანდელი საპარლამენტო და წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების შედეგების შედარებით, ექსპერტები საზოგადოების პოლიტიკური სიმპატიების შესახებ მსჯელობენ.
მათი მტკიცებით, საერთო სურათი თითქმის უცვლელია. განსაკუთრებულ ცვლილებებს შორის კი ალეკო ელისაშვილის აქტიურობას და პრორუსულ პარტიებს შორის ძალთა გადანაწილებას გამოყოფენ.