ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებით, თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საოლქო კომისიის წევრები ხმების დათვლის პროცესს არ ესწრებოდნენ.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის წევრები ესწრებოდა ხმების დათვლის პროცესს, რომლებიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში თამაზ მეჭიაურის წარმომადგენლები იყვნენ.
„მიიღო ყველა კომისიის წევრმა მონაწილეობა და მერე ყველა კომისიის წევრმა მიიღო მონაწილეობა ამის მეორედ გადათვლაში,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილს მაგალითად სოფელი ჟებოტა მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, მონაწილეობა 535 ადამიანმა მიიღო, თამაზ მეჭიაური კი ამტკიცებს, რომ მას ამ სოფელში 800 ხმა აქვს აღებული.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ბიულეტენებზე, რომელზეც თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ გაბათილებული ბიულეტენები მეორედ დაითვალეს და შემდეგ იქ აღმოჩნდა შემოხაზული ქართული ოცნების კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი.