20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
სასამართლო თიანეთის მე-20 უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

თამაზ მეჭიაურის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის” სარჩელს, რომელზეც მოსამართლემ გუშინ იმსჯელა.

ორგანიზაცია მე-20 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარება ითხოვს.

პარალელურად, დღესვე უნდა იყოს პასუხი - განიხილავს თუ არა მცხეთის სასამართლო
ამავე საკითხზე საიას ალტერნატიულ სარჩელს - ახალგაზრდა იურისტები თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავენ.

ყოფილი დეპუტატი იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც თიანეთის საოლქო კომისიამ ცარიელი ბიულეტენები თავიდან გადათვალა.

„დღეს სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას და იმედია დააკმაყოფილებს საია-ს საჩივარს, რომელიც მოითხოვს საოლქო კომისიის მიერ ორი განკარგულების ბათილად ცნობას,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები