არჩევნებში თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს ხვდება.
კახა კალაძე მათ დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებს გააცნობს. ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში ”ქართული ოცნება“ ლიდერობს.
თბილისის საკრებულოში ”ქართულ ოცნებას,” სავარაუდოდ, 40 კაციანი უმრავლესობა ეყოლება. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ”ქართულმა ოცნებამ” ხმების თითქმის 53 % მიიღო.