თიანეთის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
ლელა ქიტესაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მე-20 საარჩევნო უბანზე არჩევნები ხელახლა დაინიშნება, ის კვლავ გაიმარჯვებს.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ ოქმები, რომლის მიხედვითაც, საოლქო კომისიამ ბიულეტენები ხელახლა გადათვალა, კანონის სრული დაცვით იყო შედგენილი.
„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები აფასებენ არა შოუს, არა არაკორექტულობას, არა შეურაცხყოფას, არა გამოგონილ ჭორს, არამედ იფაქტს, რა რეალობის წინაშეც დღეს თიანელები დგანან. დარწმუნებული ვარ, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, მე კვლავ მოვიპოვებ გამარჯვებას,“- განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
თიანეთის მერეობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის” სარჩელს, რომელზეც მოსამართლემ გუშინ იმსჯელა. ორგანიზაცია მე-20 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარება ითხოვს.