21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა პირველი კომენტარი გააკეთა.
იანოშ ჰერმანი იზიარებს ეუთოსა და ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნას არჩვენების მშვიდად ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატი, დარღვევებზე, ძალადობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც მიუთითებს.
„ჩვენ ვეთანხმებით ეუთოსა და ოდირის მიერ მომზადებულ წინასწარ დასკვნას, ვიზიარებთ მათ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები მშვიდად და წესიერად ჩატარდა. ეუთომ მიუთითა დარღვევებზე, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ეხებოდა ძალადობასაც, უმეტეს შემთხვევაში კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. რა თქმა უნდა ყურადღებას ვამახვილებთ ამაზეც. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, გაარკვიოს ზუსტად რა მოხდა. მნიშვნელოვანია რომ არჩევნების შემდეგ დასკვნები გაკეთდეს და ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს გამოსწორდეს,”-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.