დონალდ ტრამპს კონგრესის შენობაში რუსული დროშები ესროლეს.
ინციდენტი დერეფანში მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან ერთად დარბაზისკენ მიემართებოდა, სადაც საგადასახადო სისტემის რეფორმაზე უნდა ემსჯელათ.
აქტივისტმა შეძახილებით "ტრამპი - ღალატია"- პრეზიდენტს რუსეთის დროშები ესროლა.
დონალდ ტრამპს მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია, აქტივისტი კი კონგრესის დაცვის სამსახურმა დააკავა და მისი ვინაობაც დაასახელა. ის რაიან კლეიტონი აღმოჩნდა, რომლებმაც ზაფხულში რუსული დროშები ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს ესროლა.
კაპიტოლიუმის პოლიციამ მას კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბრალდება წაუყენა.
გამოძიება ცდილობს დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა აქტივისტი ჟურნალისტებთან ერთად კონგრესის შენობაში.