20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მოვიდა ჩემთან, დაგეხმარები ვიქნები „ქართული ოცნების“ გვერდით და გამომიყენეთო - არეშიძე მეჭიაურის "ქართულ ოცნებაში" მისვლას იხსენებს 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თამაზ მეჭიაური პარტიაში მან მიიყვანა, ექსპერტი მამუკა არეშიძე ეხმაურება. არეშიძე „ქართულ ოცნებაში“  2012 წლის არჩევნებამდე იმყოფებოდა.

ექსპერტი ამბობს, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა თამაზ მეჭიაურის შესახებ უთხრა და დახმარება სთხოვა, თუმცა მისივე თქმით, მეჭიაურს პარტიაში მუშაობა  ქუცნაშვილის რეკომენდაციამდე ჰქონდა დაწყებული. 

„თამაზ მეჭიაური მოვიდა ჩემთან იმიტომ, რომ მე მას კარგად ვიცნობ და ერთად ვიყავით დეპუტატები 90-99 წლებში. მითხრა რომ დაგეხმარები, ვიქნები „ქართული ოცნების“ გვერდით და გამომიყენეთო. როდესაც მოვიდა მეჭიაური დაახლოებით ერთ კვირაში, შენობაში მხვდება ზაქარია ქუცნაშვილი და მეუბნება, რომ ერთ ჩემი ახლობელი კაცი მინდა რომ მივიდეს შენთანო, ვინ მეთქი და მეჭიაურიო, მეჭიაური ჩემთან არის მოსულითქო. იმან არ იცოდა, რომ მეჭიაური მოსული იყო, თუმცა ობიექტურად თქვა მართლა, რომ იქნებ მიიღო და გვერდში დაიყენოო. მერე მე უკვე მარტში წავედი, სიის დაკომპლექტებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია,“-აცხადებს მამუკა არეშიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები