20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
„უკრაინის ოლიგარქიული, კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ჩემი აქ ყოფნა არის კატასტროფა" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის რადას შენობასთან კარვებში რჩებიან და დაშლას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას არცერთი სცენარის განვითრების არ ეშინია.

„უკრაინის ოლიგარქიული, კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ჩემი აქ ყოფნა არის კატასტროფა იმიტომ, რომ სიტუაცია უყირავდებათ. მეორეს მხრივ, ჩემი გაგდებაც არის კატასტროფა, იმიტომ, რომ აუყირავდებათ ნამდვილად. ახლა არიან ისეთ სიტუაციაში, რომელიც თავის თავს თვითონ გაუჩალიჩეს. მე არცერთი სცენარის განვითარება არ მაშინებს. შედეგი არის ის, რომ პრაქტიკულად, ყველა კანონის განხილვა დაიწყეს, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, ეშინიათ. შიშისგან ხან რა სისულელეს იძახიან, ხან რას,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა განცხადება სამი ქართველის დეპორტაციაზეც გააკეთა.

"ამით მესიჯი გამომიგზავნეს, რომ შენც იგივეს გიზამთო. მე ვარ იმ ბრძოლაში, სადაც ზოგს კალავენ, ზოგს ადეპორტებენ, მერე რა, ბოლოს მაინც გავიმარჯვებთ," - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

 

დღის ამბები