„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იურისტებთან ერთად, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში იმყოფებოდა, სადაც დროებითი თავშესაფრის მოთხოვნაზე ოფიციალური პასუხი მოითხოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური დევნის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეობის საკითხის გარკვევამდე, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურს დროებით თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, თუმცა მას ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„ყველა მათგანი ან დებილია ან იდიოტია ან ჩვენ ვგონივართ ასეთები, ახლა მითხრეს, რომ შემიძლია პრესრელიზი გავასაჯაროო. ხომ ნახეთ, როგორ გვექცევიან, აი ამ ხალხს როგორ შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ სახელწიფო მათ სიმართლეს დაიცავს. მე, რომელსაც მაქვს იურიდული განათლება, ვიყავი პრეზიდენტი, მიცნობს ყველა, ცდილობენ, დამცინონ, რიგით ადამიანებს რას გაუკეთებენ. გუშინ გენერალურმა პროკურორმა ტელეკამერების წინ მოიტყუა, პრეზიდენტმა უკვე აღარ ვიცი რამდენჯერ იცრუა, რეკორდი დაამყარა,“ - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც საემიგრაციო სამსახურის პრესრელიზი დახია.
უწყებამ გუშინ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს დროებითი თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა.