20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მთაწმინდის საოლქო კომისიამ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ბიულეტენების გადათვლაზე უარი უთხრა

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ წევრებს ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე უარი უთხრა.

მთაწმინდის ნომერ მე-13 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გამომძიებლის თანდასწრებით ცოტა ხნის წინ დაილუქა და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიხსნება.

სასამართლოს კი, ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები მას შემდეგ მიმართავენ, რაც ბიულეტენების გადათვლის შესახებ უარის გადაწყვეტილებას, საოლქო საარჩვენო კომისია მათ ოფიციალურად გადასცემს.

„უკვე პოლიცია გადაწყვეტს, მისცემს თუ არა მას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობას. თუმცა, ჩვენ ხვალიდან განცხადებითაც მივმართავთ, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების გაყალბებას,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები