20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"ვინ არ მისცა კუკავას ხმა დედამ, მამამ თუ დამ? ვის იგდებთ მასხრად?" - ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, საარჩევნო ბიულეტენები ხელმეორედ გადათვალოს და დაამტკიცოს, რომ ხმები არ მოუპარავს. 

„მინდა მივმართო ხელისუფლებას, თქვენ მოგიწიათ იმის აღიარება, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და არჩევნები იყო მანიპულირებული. გახსენით უბნები, გახსენით ყველა უბანი, სადაც ოპოზიცია გადათვლას ითხოვს. თუ ჭკუა გაქვთ, გახსენით სხვა უბნები და დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ქურდები და ხართ მართლები,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, უბანზე, სადაც კახა კუკავამ მშობლებთან და დასთან ერთად მისცა ხმა, სამი ხმა არის ამოსული.

„ჩვენ გვაინტერესებს ვინ არ მისცა კუკავას ხმა, დედამ, მამამ თუ დამ? ვის იგდებთ მასხრად?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრები დილიდან იმყოფებოდნენ მთაწმინდის საოლქო კომისიაში და #13 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა  მათ მოთხოვნაზე უარი უთხრეს. 

დღის ამბები