20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
„ჩვენთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მისივე ინფორმაციით, გამართულ შეხვედრებზე მხარეები ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდებიან. 

„ჩვენთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაკავშირებს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კარგი ურთიერთობები, ჩვენ გვაკავშირებს საუკუნოვანი ურთიერთობა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება. ძალიან ბევრი გაკეთდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გაღრმავებულიყო - ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით და ა.შ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ამ კუთხითაც ბევრი რამ არის გაკეთებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები