20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურებული ლარი - 1 ევროს ღირებულება ვალუტის ჯიხურებში 3 ლარს აჭარბებს

ლარი ევროსთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 3 ლარს აჭარბებს. არჩევნებიდან 4 დღეში ლარი დოლართან მიმართებაშიც გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი თითქმის, უკვე 2.58 ლარი ღირს.

არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის კატასტროფული გაუფასურების ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე განმარტებების გაკეთებას არ მიიჩნევს საჭიროდ, განცხადებებს ფინანსთა სამინისტროშიც არ აკეთებენ.

მმართველი გუნდი არჩევნებიდან 4 დღეში ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს.

ოპოზიციის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის ვარდნაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მათი პროგნოზით, მომდევნო დღეებში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება. 

დღის ამბები