პოლიტიკური ოპოზიცია და ანალიტიკოსები „არჩევანში“ ქუცნაშვილსა და მეჭიაურს შორის გამართული დებატების შემდეგ თანხმდებიან, რომ ნეპოტიზმი და კორუფცია მმართველ პარტიაში მიღებული მოვლენებია. გადაცემაში მათ ერთმანეთს გაუხსენეს, ვინ, როდის და ვისი დამსახურებით მიიღო დეპუტატის მანდატი. სიტყვიერი შეურაცხყოფა და უღირსი ბრალდებები ორივე ოპონენტისგან ღია ეთერში უცენზუროდ ისმოდა.
თიანეთის არჩეულმა მერმა ქუცნაშვილს კორუმპირებული უწოდა. თამაზ მეჭიაურმა ისიც გაიხსენა, როგორ მოხვდა ზაქარია ქუყცნაშვილი პოლიტიკასა და პარლამენტში.
ზაქარია ქუცნაშვილი „არჩევანის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაზ მეჭიაურის კორუმპირებული საქმიანობის შესახებ იცოდა, საპარალამენტო სიაში მის ჩასმას მაინც ლობირებდა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
პოლიტოლოგების აზრით, სატელევიზიო დებატებმა მმართველ გუნდს დიდი დარტყმა მიაყენა და პარლამენტის რეპუტაცია შელახა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.