საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა. არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი იქნება, ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარში ნიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე, შვეიცარიაში დავით ჯალაღანია.
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.