20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
პრეზიდენტის მხრიდან მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორია - კახა კალაძე

„მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება, პრეზიდენტის მხრიდან, მე მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე,“ – ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ჭორაობას ჰგავს.

„თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება. თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, იყო ზეწოლა, ესეც გამოიძიონ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა, მე პირადად და „ქართულ ოცნებას“, აქ დასაძრახი და სიახლე არაფერი არ არის,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები