პრეზიდენტი მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას და ვერ თქვა უარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერიდან მმართველ გუნდს გამარჯვებაც მიულოცა თუმცა, მიიჩნევს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები არ იყო დემოკრატიული თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი.
„იყო დარღვევები, ეს დარღვევები არის აღნიშნული, ეს დარღვევები არის იდენტიფიცირებული და ახლა მნიშვნელოვანია, ამ დარღვევებს და ამ ახალ სტილს დარღვევებისა გარკვეულწილად, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, როგორც დემოკრატიამ, როგორც სახელმწიფომ, რომელმაც უნდა შექმნას დემოკრატიული და კონკურენტული გარემო, გავცეთ პასუხი და მე იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკოსების, ასევე იმ ორგანიზაციების და იმ ინდივიდების აქტიურობით, რომელთათვისაც ეს მნიშვნელოვანია, იქნება დაძლეული ეს ახალი ნოუჰაუები არჩევნებთან მიმართებაში, რომლებიც ახლაც ვნახეთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.