20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

სააპელაციო სასამართლო თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მე-20 უბნის კენჭისყრის სრულად გაბათილებას ითხოვს.

„სახეზე გვაქვს ორი სხვადასხვა შედეგი და გაურკვეველი და ბუნდოვანია თუ რომელი შედეგი უნდა მივიღოთ ჩვენ სარწმუნოდ იმისთვის, რომ ჩვენ დავადგინოთ, რომ ამომრჩევლის ნება ნამდვილად იყო გამოხატული,“ - განაცხადა "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" წარმომადგენელმა მერი კაპანაძემ. 

რასაც არ ეთანხმება თამაზ მეჭიაური და მერის პოზიციის შენარჩუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", სადაც კანდიდატის ინტერესებს იცავენ, მიაჩნიათ, რომ კენჭისყრის შედეგების გაუქმებისთვის საფუძველი არ არსებობს.

„კენჭისყრის პროცესში, ასევე ხმის შეჯამების პროცესში უბანში დარღვევებით მიმდინარეობდა პროცედურები, რამაც შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინა შედეგებზე და ეს გადახედვის საჭიროებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც რაიონულმა სასამართლომ მიიღო, სამართლიანია,“ - აცხადებს „საია“-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები