ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მოამზადეს, რომელშიც საუბარია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
დოკუმენტში ყურადღება გაამახვილებულია ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებულ ხარვეზებზეც.
კონგრესმენი ჯინ გრინი და ტედ პო ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ამერიკული კომპანიები პრეტენზიებს გამოთქვამენ ბიზნესგარემოს, ბიუროკრატიული დარღვევებისა და მთავრობის ზოგიერთ ნაწილში, კორუფციის ნიშნების გამო.
"როგორც ნამდვილი მეგობარი ვალდებული ვართ, არა მხოლოდ შევაქოთ თბილისის მიერ მიღწეული პროგრესი, არამედ მივუთითო კიდეც, როდესაც მეტი მუშაობაა საჭირო ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის პრევენციისთვის," - ნათქვამია კონგრესმენთა განცხადებაში.