20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
კახა კალაძე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდა

კახა კალაძე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდა. არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, მერის უფლებამისილების ოფიციალურად გადაბარებამდე, სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის.

კალაძის თქმით, ეს ჯგუფი საჯარო სივრცეების მოწყობის, რეკრეაციული ზონების, ტრანსპორტის განვითარების და პარკირების მიმართულებით იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფი, ყველა ამ მიმართულებით წინადადებას მოამზადებს და ნოემბერში, უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, დედაქალაქის ახალ მერს წარუდგენს.

„ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, ასევე, რაც არის, ეს არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვთანხმდებით და ვეთანხმებით მათ მოსაზრებას, ჩვენც იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები