20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
უკეთესი იქნება, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ ამერიკელ კონგრესმენებს - გია ვოლსკი რეზოლუციას ეხმაურება 

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ რეზოლუციას ეხმაურება. ორპარტიულ რეზოლუციაში საუბარია აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, თუმცა კონგრესმენები ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ამერიკული კომპანიები პრეტენზიებს გამოთქვამენ ბიზნესგარემოს, ბიუროკრატიული დარღვევებისა და მთავრობის ზოგიერთ ნაწილში, კორუფციის ნიშნების გამო.

გია ვოლსკის თქმით, აშშ-ს კონგრესმენებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია. რაც შეეხება კორუფციის ნიშნებს, მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, გამონაკლის შემთხვევებში კორუფცია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს.

„გარკვეულ ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებით ჩვენც ვლაპარაკობთ. შესაბამისი დარგის მინისტრი და პრემიერმინისტრიც, რომელიც ამ სისტემაში რადიკალური ცვლილებების შემოტანას გეგმავს უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება სადღაც არსებულ კორუფციას, უკეთესი იქნება, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ შორის ამერიკელ კონგრესმენებს და რასაკვირველია, სადღაც ოდესღაც და გამონაკლისი შემთხვევები არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ დემოკრატიებშიც არსებობს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები