20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
უკრაინელმა მესაზღვრეებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და საქართველოს საკონსულოს კიევში არშეშვებაზე ერთმანეთისგან განსხვავებული არგუმენტები უთხრეს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს. ამ წუთებში ჟურნალისტი კვლავ კიევის აეროპორტში რჩება და თბილისში დაბრუნებას ელოდება.

ექვსსაათიანი ლოდინის შემდეგ, თენგო გოგოტიშვილს უკრაინელმა მესაზღვრეებმა გადასცეს დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ მან ვერ დაადასტურა კიევში მივლინების მიზნობრიობა და ქვეყანაში ამიტომ არ შეუსვეს.

გოგოტიშვილის ინფორმაციით, ამავე საკითხზე სულ სხვა პასუხი გასცა სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს საკონსულოს უკრაინაში.

„მას უთხრეს, რომ თითქოს მე არ მქონდა ჯიბეში საკმარისი ფული უკრაინაში მივლინებისთვის... ეს, სავარაუდოდ, იყო ფორმალური საბაბი და ძირითადი მიზეზი ჩემი არშეშვებისა იყო ჟურნალისტური საქმიანობა. უკრაინის ხელისუფლებას უბრალოდ, არ უნდა, რომ მედიაში აისახოს ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს ხდება კიევში. სავარაუდოდ, უკრაინის სასაზღვრო სამსახურს აქვს გარკვეულიო შავი სია, მე არ ვიცი, მე პირადად ვარ ამ შავ სიაში თუ "რუსთავი 2" არის შავ სიაში, როგორც არასასურველი ტელეკომპანია აქ მუშაობისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მე დღეს უკრაინაში არ მიშვებენ,“ - აცხადებს თენგო გოგოტიშვილი.

„რუსთავი 2“-ის ოპერატორი, იაგო გოგოლაშვილი კი  უკრაინაში პრობლემების შექმნის გარეშე შეუსვეს.

„მკითხეს, რა მიზნით ჩამოვედი, ვუპასუხე, რომ ჩამოვედი მივლინებით. რა უნდა გადავიღო ან რა უნდა გავაკეთო, არაფერი არ უკითხავთ ჩემთვის და ჩვეულებრივ გამოვედი,“ - განაცხადა იაგო გოგოლაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები