20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
სასამართლო დავა დასრულებულია - თამაზ მეჭიაური თიანეთის მუნიციპალიტეტში კონკრეტული გეგმებით მიდის 

გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეულ მერად გამოცხადდა. მოვლენების სულ სხვა განვითარებას ელოდა "ქართული ოცნების" კანდიდატი ლელა ქიტესაშვლი, რომელიც დარწმუნებული იყო რომ საკასაციო სასამართლო თიანეთის არჩევნების შედეგებს გააუქმებდა.

თიანეთის მე-20 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას დღეს სასამართლოს "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" სთხოვდა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას სადავო უბანზე დამკვირვებელი საერთო არ ჰყოლია, ამიტომ საჩივარმა გააჩინა ეჭვი, რომ არასამთავრობოს უკან ხელისუფლება იდგა და დამოუკიდებელ კანდიდატს სხვისი ხელით ებრძოდა.

გამარჯვებას თამაზ მეჭიაური ამჯერად სახლში აღნიშნავს.

ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მეჭიაური თიანეთის მერის პოსტს 4 წლით დაიკავებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში გადასული პარლამენტის ყოფილი წევრი საკადრო ცვლილებებს და ზაქარია ქუცნაშვილის კლანის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები