20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ბექა ხახუბია მაღალჩინოსნების სატელეფონო ზარის შემდეგ გაათავისუფლეს - დაცვის მხარე სამხრე კამერის ჩანაწერების ექსპერტიზას ითხოვს

გორის გვირაბთან გარდაცვლილი ბექა ხახუბიას ძმა სამართალდამცავებს ბრალს ღიად სდებს. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის პროცესზე დღეს გიორგი ხახუბია ერთი საათის განმავლობაში ყვებოდა, როგორ შეეწირა პოლიციელების არაგონივრულ გადაწყვეტილებას მისი ძმის სიცოცხლე.

სასამართლო პროცესზე გიორგი ხახუბიამ დაცვის მხარის კითხვები, იყო თუ არა ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მისი ძმა დაკავებული და გაათავისუფლა თუ არა ის პოლიციამ, გავლენიანი მაღალჩინოსნების სატელეფონო ზარის შემდეგ, უპასუხოდ დატოვა.

პატრულ-ინსპექტორის ადვოკატები სამართალდამცველების სამხრე კამერის ჩანაწერების ექსპერტიზას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ამ ჩანაწერებში ისმის, როგორ დააკავეს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი ავტოკატასტროფის დღეს თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა გორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.

21 წლის ბექა ხახუბია 17 მაისს გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. დაღუპვამდე ხახუბიას მიმართ დევნა ხორციელდებოდა. მისი ავტომობილის გასაჩერებლად საპატრულო ეკიპაჟმა გორის გვირაბთან გზა ე.წ. ტრაილერსა და საევაკუაციო მანქანას გადააკეტინა.

21 წლის ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე სასამართლომ სულ 70-მდე მოწმე უნდა დაკითხოს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები