ცაგერის საარჩევნო ოლქის 21-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ უბანზე დარეგისტრირებული 33 ამომრჩევლიდან არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა მიიღო, თუმცა ირკვევა, რომ 33-დან ხმა 10 ამომრჩეველს არ მიუცია და მათ ნაცვლად არჩევანი სხვამ გააკეთა.
ვინ გააკეთა არჩევანი მათ ნაცვლად, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს და კონკრეტულ კითხვებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს.
იმისთვის, რომ გადამოწმდეს, რამდენი ამომრჩეველი მივიდა უბანზე, ცესკო-მ სამაგიდო სია უნდა გახსნას.
ბრალდებებს წერილობით პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაცია. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამაგიდო სიები, რომლებიც ამომრჩევლების გადამოწმების ერთადერთი შანსია, დალუქულია და არ გაიხსნება.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სავარაუდო გაყალბების მსგავსი ფაქტები 21 ოქტომბერს სხვა ბევრ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.