20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"წუხილის საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ ამერიკელ კონგრესმენებს,“ - დავით ბაქრაძე აშშ-ის კონგრესმენების რეზოლუციას ეხმაურება

ბიზნესგარემოს გაუარესება, ბიუროკრატიული დარღვევები და კორუფციის ნიშნები მთავრობის ზოგიერთ ნაწილში - ეს ბრალდებები ჩაიწერება ამერიკელი კონგრესმენების მიერ შედგენილ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს ეხება. ორ პარტიულ დოკუმენტს კონგრესმენები ჯინ გრინი და ტედ პო ამზადებენ.

პრესისთვის განკუთვნილ ინფორმაციაში საუბარია, რომ ამერიკული კომპანიები, ბოლო წლებში წუხილს გამოხატავენ, საქართველოში ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით, ბიუროკრატიის ბუნდოვანების და კორუფციის ნიშნების გამო, მთავრობის ზოგერით ნაწილში არსებული კორუფციის გამო. 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად ასრულებს და ამერიკელ კონგრესმენს შეშფოთების საფუძველი არ გააჩნიათ.  

„ძალიან ხაზგასასმელია, რომ საქართველო, როგორც ამ კონკრეტული შეთანხმების შემთხვევაში, ისე ზოგადად, სრულად შეასრულებს და ასრულებს იმ ვალდებულებებს და პირობებს, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნულ შეთანხმებაში და აქედან გამომდინარე, წუხილის საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ ამერიკელ კონგრესმენებს,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა რიჩარდ უეიტზიმ, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს.

„მე ვერ ვიხსენებ, ბოლო პერიოდში, უკანასკნელ 5 წელიწადში წუხილს, ამერიკულ ბიზნესებსა და ქართულ კორუფციაზე. არ ვიცი, რა მიზეზით წამოიწია ამ საკითხმა,“ - ამბობს რიჩარდ უეიტზი.

დღის ამბები