20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
პირად პოლიტიკურ და სახელმწიფო ინტერესებს შორის მე არჩევანი ქვეყნის ინტერესებზე გავაკეთე - მარგველაშვილი კონსტიტუციაზე საუბრობს

პირად პოლიტიკურ და სახელმწიფო ინტერესებს შორის მე არჩევანი ქვეყნის ინტერესებზე გავაკეთე - ასე განმარტა პრეზიდენტმა ვეტოდადებულ კონსტიტუციაზე მისი ხელმოწერა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მთავარ კანონზე ვრცელი განმარტება მედიასთან ჟურნალისტების დაჯილდოვების ცერემონიაზე გააკეთა. პროექტის ჟურნალისტები კონსტიტუციაზე გამარჯვებული "კურიერის" კორესპონდენტი სოფო ზურაბიანიც გახდა.

“ჩემს წინაშე იყო დილემა საერთოდ ამ კანონის აღიარებასა თუ მის არ აღიარებას შორის და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური მესიჯის გაკეთება საზოგადოების მიმართ. ეს იყო დილემა ჩემი პოლიტიკური გზის გაგრძელებასა, თუ საკუთარ პოლიტიკურ ქულებზე უარის თქმასა და სახელმწიფოებრიობის უფრო მაღალ ღირებულებად დაყენებას შორის და მე გადავდგი ეს რთული ნაბიჯი, რომელმაც ბუნებრივია გამოიწვია ბევრი ადამიანის უარყოფითი რეაქცია. მე დღეს მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის როდესაც ჩემთვის იქნება დილემა ჩემს პოლიტიკურ ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის, ბუნებრივია სახელმწიფოს ინტერესებს პრიორიტეტულად დავაყენებ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები