20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - გიორგი მარგველაშვილი

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, წერილში, რომელიც ესპანეთის სამეფოს მეფე ფილიპე VI-სა და პრემიერმინისტრ მარიანო რახოის გაუგზავნა. 

"მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები წარმოადგენს იმ წარმატებული ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, რომლებსაც საქართველო და ესპანეთის სამეფო დღეს ავითარებენ. სწორედ ამიტომ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩემი ქვეყანა იბრძვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა შესაძლებელს გახდის არსებული პრობლემების დარეგულირებას. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ესპანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა,” - აღნიშნულია წერილში.

დღის ამბები