ოფიციალური თბილისი ესპანეთის სამეფოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს მთავარობამ საგანგებოდ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.
„საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად.
"საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს, აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.
"საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული,“ - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.