20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საფრანგეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

საფრანგეთში, ქალაქ პუატიეში, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საფრანგეთში საქართველოს კონსულის, რუსუდან დიდებულიძის, ინფორმაციით, მამაკაცის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარება გახდა.

„ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი, პირველადი ინფორმაცია, რაც არის. თუმცა, ვერ დაგიდასტურებთ ბოლომდე, ვინაიდან აუტოფსია უტარდება,“ - აცხადებს რუსუდან დიდებულიძე.

ცნობილია, რომ 50 წლის მამაკაცი საფრანგეთის სამკურნალოდ იყო ჩასული და ის გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ექსპერტიზის პასუხი ორშაბათს იქნება ცნობილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ ახლობლებსაც. 

დღის ამბები