20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა - "ქართული ოცნების" სქემა თვითმმართველობის არჩევნებზე

კურიერის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით, აუდიოჩანაწერებითა და დამკვირვებელთა საუბრებით ირკვევა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლებს საარჩევნო უბანთან, უბანსა და სახლშიც ქართული ოცნების კოორდინატორები დაჰყვებოდნენ. 

საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის აგიტატორებისა და დამკვირვებლების უპრეცენდენტო რაოდენობა ადგილობრივი არჩვენების მთავარ ტენდენციად იქცა.

ქართული ოცნების აგიტატორების ვიდეოკადრები კურიერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადასცეს. ასობით უბანზე საარჩევნო სიის რეგისტრატორების უკან მმართველი გუნდის წარმომადგენლები იდგნენ და უბანზე მისული ამომრჩევლის რიგით ნომერს იწერდნენ.

ირკვევა, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მოხდენის სქემაში ქართული ოცნება მარტო არ იყო და მას ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ეხმარებოდა. 

ნეტგაზეთი წერს, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლის სახელისუფლებო სქემის შესახებ მათ მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელმა უამბო, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მითითებები ხელისუფლებისგან მიიღეს და უბანზეც ზუსტად იმავე დავალებებს ასრულებდნენ, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები.

სქემის კიდევ ერთი ნაწილი საარჩევნო უბნებზე მყოფი ოპოზიციონერი დამკვირვებლების შესაძლო დაშინება იყო. ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარე ჩანაწერში ყვება, რომ მათ სუსი და პოლიცია მუდმივად უთვალთვალებდა.

სადამკვირვებლო მისიების აზრით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ისტორიაში ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზეგავლენით შევა.

 

დღის ამბები