20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა - სად ფლობს ყოფილი პრემიერი აქციებს

ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა - საქართველოს ყოფილი პრემიერის კაპიტალი 300 მილიონი დოლარით გაიზარდა. ლარის დღევანდელი კურსის მიხედვით, ბოლო ერთ წელიწადში ბიძინა ივანიშვილმა 780 მილიონი ლარი იშოვა.

მონაცემებს ბრიტანული ბლუმბერგი აქვეყნებს.

შარშან ამ დროს ივანიშვილს 5 მილიარდ 400 მილიონი დოლარი ჰქონდა. დღეის მდგომარეობით, ყოფილ პრემიერის კაპიტალი 5 მილიარდ 700 მილიონად არის შეფასებული. ჯერ კიდევ გუშინ ბიძინა ივანიშვილს 25 მილიონი დოლარით ნაკლები ჰქონდა. დღეს დილით მის ქონებას კიდევ 25 მილიონი შეემატა - აღნიშნულია ბლუმბერგის დიაგრამაში.

ბლუმბერგი მონაცემებით ირკვევა, რომ მილიარდელების რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერია ერთ-ერთია, რომელიც ძირითადად ნაღდ ფულს ინახავს.  

ბოლო დეკლარაციით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეავსო, ირკვევა, რომ ის არის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციებს აქციონერია.

ყოფილი პრემიერის საკუთრებაა ქართუ ბანკი, ასევე ექსპრემიერი ფლობს 7610 ობლიგაციას გერმანულ რაიფაიზენ ბანკში. ბრიტანული ბანკ ბარკლიში ივანიშვილს 250 ათასი აქცია აქვს. ასევე ფლობს დოიჩე ბანკის აქციებს ჯამში 20 ათას ერთეულს. მისი საკუთრებაა თურქული ჰალკ ბანკის 200 ათასი აქცია და კიდევ თურქული ის ბანკის 250 ათასი აქცია.

საქართველოს ყოფილ პრემიერს აქვს აქციები, მსოფლიოს ცნობილ ინტერნეტ კორპორაცია Google-ში. ასევე ის არის ეფლის აქციების მფლობელი, რომელსაც მხოლოდ გასულ წელს კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების რეალიზაციის შედეგად მიღებული აქვს 234 მილიარდი დოლარი. საქართველოს ყოფილ პრემიერი მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიის თურქეთის ავიახაზების აქციონერიც არის. ასევე არის სასტუმროების უმსხვილესი ქსელის ინტერკონტინენტალის ნაწილის მფლობელი. ავტოკონცერ ფოლცკვაგენში ასევე ბიძინა ივანიშვილი ფლობს 2722 აქციას.

ყოფილ პრემიერს უძრავი ქონება აქვს რუსეთის ფედერაციაში და შვილობილი კომპანიების საშუალებით დანარჩენი ქონება ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების დახმარებით დამალულია და მისი მოძებნა რთულია. 

დღის ამბები