20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ივანიშვილის ყოფილი მეუღლის, ინგა პავლოვას, სარჩელის განხილვას პარიზის სასამართლო 3 თვის ვადაში დაიწყებს

ბიძინა ივანიშვილის ქონებას შეიძლება, საფრთხე დაემუქროს - კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ სამი თვის ვადაში პარიზის სასამართლო უკვე დაიწყებს მოქალაქე ინგა პავლოვას სარჩელის განხილვას.

ინგა პავლოვა ამტკიცებს, რომ ივანიშვილის კანონიერი ცოლია და ექს პრემიერმა განქორწინება ყალბი დოკუმენტების საშუალებთ გააფორმა იმისთვის, რომ პირველი ცოლისთვის წილი არ გადაეხადა.

ინგა პავლოვას ინტერესების დამცველი, გრეგორი რინკუღი, აცხადებს, რომ თაღლითობისა და დოკუმენტების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ვერსალის პოლიციაში მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა საქმის მასალები პარიზის პოლიციას გადაეგზავნა, რომელიც გამოძიებას თითქმის ასრულებს. ბიძინა ივანიშვილი ვერსალში აგარაკს ფლობს.  

„ვერსალიდან საქმე პარიზში გადმოაგზავნეს იმის გამო, რომ შესაძლო დანაშაული - დოკუმენტების გაყალბება, ჩადენილია პარიზში. ახლა პოლიცია აწარმოებს გამოძიებას. ნელი ტემპით, მაგრამ სწორი გზით მიდიან. ჩვენ მოვითხოვთ განქორწინების აქტი ივანიშვილსა და პავლოვას შორის ბათილად იყოს ცნობილი და დაიწყოს ეს პროცესი თავიდან, რა დროსაც ჩემი კლიენტი ისარგებლებს ყველა უფლებით, რაც განქორწინების დროს ფრანგული კანონმდებლობით ენიჭება,“ - აცხადებს გრეგორი რინკუღი.

სასამართლოს ივანიშვილის საქმე, მაქსიმუმ, სამ თვეში გადაეცემა და თუ მოსამართლე დაადგენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლაც გააყალბა დოკუმენტები, მაშინ მას ყოფილი ცოლისთვის დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

„რთულია განსაზღვრო კომპენსაციის ზუსტი ოდენობა. თუ ჩვენთვის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაინიშნება ექსპერტი, რომელიც შეისწავლის, მაშინ რა ქონებას ფლობდა და შემდგომში რა შეიძინა ან რა დაკარგა, შეიძლება ეს ძალიან დიდი თანხა იყო,“ - აცხადებს გრეგორი რინკუღი. 

დღის ამბები