„მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი(გიორგი მღებრიშვილი) უნდა იჯდეს, მინიმუმ სახლში, მაქსიმუმ, მის მიმართ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დავა,“ - ასე აფასებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინცინდენტს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ნუცუბიძის ფერდობზე მომხარ ინცინდენტს და შსს-ს შემდგომ ქმედებებს განსხვავებული აქცენტების ეთერში აფასებს.
ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არაერთი ფაქტი ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დაფიქსირდა, თუმცა, მკაცრი რეაგირება არ მოჰყოლია.
„დღევანდელ პოლიციაში წავიდა ანომალიური მოვლენები. 18 წლის ბიჭები ინიშნებიან ინსპექტორ-გამომძიებლებად,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ, თუ შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს არ შეუძლია იმ პოლიციელების დასჯა, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, პარლამენტში კი არ უნდა დაიბარონ, არამედ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„ხელისუფლება გახდა, როგორც თქვენ ბრძანეთ ახლა, პოლიციის მუნდირის შელამაზების ტყვე, როგორც წინა ხელისუფლება, რომელიც რეჟიმი გახდა და დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელიც პოლიციის მუნდირს ეფერება, ის არის უკვე ფეოდალური ხელისუფლება,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.