20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მთავარია, ვაგრძნობინოთ კანონმდებელს, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია - ნინო დანელია

მედიამკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე განსახვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს.

ნინო დანელია აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრის დაწყება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მან ასევე, განმარტა, რომ ქალებიც და კაცებით ვერ იაზრებენ, რა არის სექსუალური შევიწროება.

„სექსუალურ შევიწროვებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, არის რთული ფორმები, რაც შეიძლება, გაუპატიურებითაც დასრულდეს და ქალზე ძალადობით დასრულდეს და არის ისეთი მსუბუქი ფორმები, რომელიც, პრინციპში, ყოველი ქალის ყოველდღიურ ცხოვრებად იქცეს,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

მედიამკვლევარი აცხადებს, რომ სამსახურში გამოვლენილი სექსუალური შევიწროების ფაქტები ხელს უშლის მის რეალიზებაში.

ნინო დანელია ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის, მიერ შალვა რამიშვილს მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლო პროცესის დანიშვნას ეხმაურება. 

„მე მგონია, რომ ორივე გოგომ გამოიჩინა არნახული გამბედაობა იმიტომ, რომ ძალიან რთული არის იმ აგრესიის მოგერიება, რომელიც მათ წინააღმდეგ არის, სამწუხაროდ, ბევრი ქალის მხრიდანაც,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

დანელია იმედოვნებს, რომ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა დაიხვეწება.

„მე მგონია, რომ აქ მთავარია, რომ ჩვენ რაღაცნაირად გავაძლიეროთ ეს ქალები და მთავარი არის, რომ ვაგრძნობინოთ კანონმდებელს, რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის,“ - აცხადებს ნინო დანელია. 

დღის ამბები